ფაროსანა ჭელიშვილების სახლში

ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან, რომელმაც საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსავალი გაანადგურა დასავლეთ საქართველოს რეგიონში. იგი ასევე გავრცელდა დედაქალაქშიც. საკმაოდ ბევრი წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მწერი აქტიურად შენიშნეს თემქისა და გლდანის ტერიტორიაზე.
კერძოდ, მეორე მიკრორაიონში, ჭელიშვილების საცხოვრებელ ტერიტორიაზე. სახლებში შესულ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია მავნებლის მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება.

საყურადღებოა, რომ ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად მავნებელი აპრილამდე ძილისთვის ემზადება. მანამდე კი ის ადგილს ეძებს საცხოვრებელ ბინებში, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრი­ჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლე­ბის სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში.
აზიური ფაროსანა გამოზამთრების შემდეგ გამრავლებას იწყებს მარტ – აპრილში. განსაკუთრებულ პოპულაციას აღწევს მაის-ივლისში და აქტიურობს სექტემბრამდე.

მოსახლეობის საყურადღებოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ აზიური ფაროსანა ადამიანისთვის მავნებელი არ არის. ის არ იკბინება.