ჰემოგლობინის ნაკლებობა

1. ჰემოგლობინის დაქვეითება:

ანემია ის საშინელი სიტყვაა, რომელიც ორგანიზმში ერითროციტების ცვლილების დროს წარმოიქმნება, კერძოდ კი პრობლემები ექმნება სისხლის წითელ უჯრედებს. ყველას მცდარი წარმოდგენა აქვს იმ ფაქტზე, რომ ამ დროს ერითროციტების რაოდენობა მცირდება, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის, ამ დროს უბრალოდ ქვეითდება ერითროციტების ფუნქცია და ხარისხი.

დაქვეითებული ჰემოგლობინის სიმპტომები.

● ღია ფერის ენა და ღრძილები.
● მტვრევადი ფრჩხილები.
● საერთო სისუსტე.

2. მაღალი ჰემოგლობინი:

მაღალი ჰემოგლობინის შემთხვევაში სისხლი სქელდება (ბლანტი), რის გამოც ნელდება მისი ნაკადის მიმოქცევა ორგანიზმში და შინაგანი ორგანოები ვეღარ საზრდოობენ. ჰემოგლობინის მომატების მიზეზი შესაძლოა შინაგანი ორგანოები ან გარემო გახდეს. მაღალმთიან რაიონებში მაცხოვრებლებს სისხლი სწორედ რომ სქელი აქვთ, რაც უჟანგბადობითაა გამოწვეული. გარდა ჟანგბადის დეფიციტისა ჰემოგლობინის მომატება შეიძლება გამოიწვიოს ასევე ვიტამინები B12 და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობამ ორგანიზმში.

მაღალი ჰემოგლობინის სიმპტომები.

● ფერმკრთალი კანი.
● ცუდი ხედვა.
● მადის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება.
● ძილიანობა და დაღლილობა.

ჰემოგლობინის ასაწევად ექიმები გირჩევენ: მიირთვით თაფლი, ჭამეთ მზესუმზირა, ყავა, შოკოლადი და რა თქმა უნდა ხორცი.