კივილი, შეხლა-შემოხლა და სუიციდის მცდელობა – “ქორთიარდთან” სპეცრაზმია მობილიზებული

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” სპეცრაზმია მობილიზებული.

როგორც ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, სპეცრაზმის მობილიზების მიზეზი ამავე შენობაში მდებარე ახალი ამბების სააგენტო “პრაიმნიუსჯორჯიას” თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გახდა.

სააგენტოს რედაქტორის, გიორგი საკარულის განცხადებით, მისი ჟურნალისტი მაკა სვიმონიშვილი ბოლო დღეებში სამსახურის მიმართ უყურადღებობას იჩენდა. მისივე თქმით, სვიმონიშვილი სამსახურიდან ადრე მიდიოდა, ნაყოფიერად არ მუშაობდა და ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა.

“არა, გეკითხებით, რატომ უნდა ვუხადო ხელფასი ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემს არც ერთი მითითებას არ ითვალისწინებს? არა, გეკითხებით”, – განუცხადა საკარულმა ჩვენს ჟურნალისტს, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა და მაკა სვიმონიშვილზე გაბრაზებულა, უსაქმური და არაფრისმაქნისი უწოდა.

არსებული ინფორმაციით, როდესაც საკარულმა სვიმონიშვილს სამსახურიდან გაშვების განცხადება დაახვედრა, მაკამ გიორგის არარსებულ თმებში წვდა და მაგიდაზე თავი არტყმევინა, რამაც გიორგის ულამაზესი სახე დააზიანა. მოგვიანებით, ეს დაპირისპირება მაგიდების, სკამების და კომპიუტერების სროლაში გადაიზარდა. საბოლოოდ, სამართლის ჟურნალისტმა ეკუნა ლემონჯავამ დაცვა გამოიძახა, მაკას ოფისი დაატოვებინეს და შენობა სპეცრაზმს გაამაგრებინეს, რათა მან უკან შესვლა ვერ შეძლოს.

მაკა სვიმონიშვილი ამ წუთებში, შენობასთან აქციას მართავს და ამბობს რომ თუ სამსახურში არ დააბრუნებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილს დაიწყებს.

გიორგი საკარული კი ამბობს, რომ მის აღდგენას არ აპირებს და სვიმონიშვილს მოუწოდეს “მიბრძანდეს აქედან”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტეს, მათ მსგავსი “უსაქმურებისთვის” დრო არ აქვთ, რაზეც საკარული და სვიმონიშვილი უკიდურესად აღშფოთდნენ.