სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული მასწავლებელი გირაოთი გაათავისუფლა

სამტრედიის რაიონის სასამართლომ საჯარო სკოლის მასწავლებელი დარბაზიდან გაათავისუფლა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ(ადვოკატი ირაკლი მაჭავარიანი) სასამართლოს დღეს მიმართა. კახა გალდავას სახდელის სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. პროკურატურა დაკავებულს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს.

საქმე ეხება 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ შემთხვევას. თვითმხილველების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა 25 წლის მამაკაცს ესროლა.