ალბერტ აპოზიანი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა

დღეს, ბათუმში ავტოავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების ჯვარედინზე მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი BMW მარკის ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და Rompetrol-ის ბენზინგასამართ სადგურის სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.