ბირმინგემში მცხოვრებმა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ მღვდლობაზე უარი თქვა და სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ყოფილი მღვდელმსახური – დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოსადმი პროტესტის ნიშნად განიმოსა და საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. მიწიერებაში გათქვეფილმა ირაკლიმ (მისი ერისკაცობის სახელი) ბიგ ბენის წინ დმონსტრაციულად დაწვა საკუთარი კაბა-ანაფორა და საქართველოს საპატრიარქოს “შიოლაშვილების მაფიოზური კანტორა” უწოდა. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიაში მოღვაწეობა უკვე შეუძლებელი და აუტანელია: – “ჭირსაც წაუღია საქართველო და მისი საბჭოური, გაზლუქებული საპატრიარქო, რომელსაც ცენტსაც ვერ გააგდებინებ” – აცხადებს ყოფილი მღვდელმსახური.

თუ რა საქმიანობით დაკავდება ყოფილი მღვდელი, ეს უკვე ცნობილია და როგორც თავად აცხადებს, ამიერიდან იგი “ბუმბულის რჩევას, მატყლის წეწვას, წყლის ნაყვას, ფხანვასა და ბუზების თვლას აპირებს”.

ჩვენი რედაქცია წარმატებებს უსურვებს მას არჩეულ საქმიანობაში!