„საახალწლო დეკორაციებზე ფიქრი პრობლემებს მავიწყებს“ რას წერს ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი თამარ აბესაძე.

-გამარჯობა თაკო. გმადლობ, რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე.
-მადლობა თქვენ, მოწვევისათვის. (აწეულ წარბს ჩამოწევს და იღიმის)
-თაკო, როგორც ვიცით, თქვენთვის ესთეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, როდის დაიწყეთ ახალი წლისათვის მზადება?
-ნამდვილად ასეა. ოქტომბრის მიწურულს ვიყიდე პირველი სათამაშო, ბალერინა. შელილ შოპოჰოლიკად სწორედ მას შემდეგ ჩამოვყალიბდი. ყოველ დღე რაღაც, მცირე დეტალს ვყიდულობდი და ეს ძალიან მაბედნიერებდა.
-რა კრიტერიუმით შეარჩიეთ სათამაშოები?
-მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ძაღლის წელი მოდის, უპირატესობა მივანიჭე “კლეჩატს”. ვიყიდე ლენტი და სათამაშოები, რომელსაც წითელი და პასტელური ტონები შევუხამე.
-რამდენად ძვირი ჯდება ეს სიამოვნება?
-ფასები, ისევე, როგორც სტილი, განსხვავებულია. 1 ლარადაც მიყიდია და 15 ლარიც გადამიხდია. მიმაკლავს დედაჩემი (ხარხარებს).
-კარგია რომ დედა ახსენეთ, როგორ აფასებდნენ თქვენს გატაცებას გარშემომყოფები?
-მეუბნებოდნენ, რომ საბოლოოდ გავგიჟდი. რომ აღარ ვარ პატარა და უმჯობესია ოჯახის შექმნაზე ვიფიქრო. მადლობა ჩემს გრინჩ მეგობარს, რომლსაც სახლში მოსვლისთანავე პირველი შემფასებლის ფუნქცია დავაკისრე. მართალია, ენთუზიაზმი ნაკლებად, მაგრამ მოწონება ნამდვილად გამოსჭვიოდა მისი თვალებიდან. იცით, როცა ამას ვაკეთებ, ყველაზე ბედნიერი ვარ, ყველაფერს მავიწყებს და სადღაც, ჯადოსნურ სამყაროში გადავყავარ.
-ვისთან ერთად შეხვდებით ახალ წელს?
-მტკივნეული კითხვაა. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად, ჩემს სოფელში, სიმონეთში.
-და რას უსურვებ ჩვენს მკითხველს?
-სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. იყავით ძლიერები, მიზანდასახულები, გაბედულები და ყოველთვის აკეთეთ ის, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ.