დიღმის ტყეში ამოუცნობი ქალი შენიშნეს

გუშინ, საღამოს 19:33 წუთზე დიღმის ტყეში, თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსის მახლობლად ამოიცნობი ქალი შენიშნეს.

-მივდიოდი მოსაწევად, შემოვუხვიე და დავინახე ამოუცნობი შავი ქალი. შემეშინდა და გზიდან გადავედი – აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი შამათავა

ექსპერტების ვარაუდით ამოუცნობი ქალი ნინო ქილარჯიანი უნდა იყოს, რომელიც დიღმის ტყეში დაძრწის და ადამიანების მომავლის იმედებს იპარავს. აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ უკვე დავუკავშირდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.