უცხოპლანეტელები პოლიტიკაში

ბოლო ინფორმაციით, რომელიც მე მივიღე სხვადასხვა წყაროებისგან, არის ის რომ არსებობს 80-84 სხვადასხვა უცხოპლანეტელი ქართულ პოლიტიკაში და არამარტო იქ, რომელთაგანც ზოგიერთი ადამიანივით გამოიყურება, ხოლო დანარჩენებს ადამიანური იერი დაჰკრავს. ისინი ჩვენ შორის დადიან, ზოგიერთი არც კადრულობს და ჩვენ ამის შესახებ მაშინ ვიგებთ როცა თავიანთ არა ამქვეყნიურ იდეებს, აზრებს და გადაწყვეტილებებს თავს გვახვევენ. ისინი არ არიან ამ პლანეტიდან, რაც დისკომფორტს, შიშს და ხშირ შემთხვევაში შიმშილსაც იწვევს ჩვენში.