ფოთის პრინცესა საკუთარ ცხოვრებაზე ასალაპარაკებლად მზადაა

სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფოთისა და სრულიად კოლხეთის პრინცესა, თინათინ ალანია შესაძლოა მალე თავის პირადზე ალაპარაკდეს. ამის შესახებ მზაობა მან თავად გამოთქვა. ალანიამ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის, თეო ცუცქირიძის ფოტოზე სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა, სადაც ის წერს, რომ მზადაა ცუცქირიძეს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს.

ჯერჯერობით უცნობია რა ფორმატსა და რომელი გადაცემის ფარგლებში მომზადდება ექსკლუზიური ინტერვიუ, თუმცა მას საზოგადოება მოუთმენლად ელოდება. ამჟამად პრინცესასთან დეტალებს აზუსტებენ.