გორდა გილოცავთ დაბადების დღეს !

რუბრიკა მრავალდიპლომიანი სასიძოს მომდევნო სტუმარია გორდა სურგულაძე. ბათუმის სასულიერო აკადემიაში გატარებული წლების შემდეგ ახალგაზრდა გორდა გერმანიაში მიემგზავრება ცოდნის გასაღრმავებლად. ევროპიდან დაბრუნებულმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს ერთერთი პრესტიჟული სასწავლებელი და პარალელურ რეჟიმში ხელი მიჰყო ოქროს კარიერას – მის ანგარიშზეა არცერთი წაუგებელი სასამართლო პროცესი ! სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მას ქართველ harvey spector-ად. მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად აუცილებლად აღსანიშნავია მისი თანდაყოლილი ქარიზმა. აქვე ვეცადეთ გადაგვემოწმებინა რამდენიმე თვის წინ ქალაქში გავრცელებული ჭორი : მართლა ჩამოაკითხა თუ არა გორდას ამსტერდამიდან მასზედ გამიჯნურებულმა ჰოლანდიელმა ახალგაზრდა გოგონამ . პასუხად კი მხოლოდ დაბლა დახრილი გიშრის წამწამები და მომხიბვლელი ღიმილი მივიღეთ.
როგორც თავად ამბობს ქალთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტები არ გააჩნია, მთავარია მანდილოსანში სიღრმე იგრძნოს. Board game-ების მოყვარულმა rob stark-მა ისიც გაგვანდო რომ გატაცებულია იოგით ( დიახ დიახ მიუხედავად იმისა რო მისი სიმაღლე 217 სმ-ს შეადგენს გორდა უპრობლემოდ ჯდება ე.წ. “შპაკატში”.).
გორდასთვის განტვირთვისა და ნირვანის მთავარი საშუალება მთაში ხეტიალი ყოფილა. ასე რომ მანდილოსნებო, ისღა დაგრჩენიათ ან ხელბორკილები დაიდოთ და დაელოდოთ როდის გამოგიხსნით გორდა ან ბუნების წიაღში გადააწყდეთ ეძიებოდეთ რათა ჰპოვებდეთ