ლია მგელაძე საავტომობილო ავარიას ემსხვერპლა

დღეს, ბათუმში ავტოავარიის შედეგად 35 წლამდე ქალბატონი გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების ჯვარედინზე მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი Ford-ის მარკის ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და Rompetrol-ის ბენზინგასამართ სადგურის სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.