საზ.კვების სამინისტროს ბელა მაღლაფერიძე უხელმძღვანელებს

ამ გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა:
” ძვირფასო თანამოქალაქენო, ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიც ჭამაა, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან.
რესტორნები და კაფე-ბარები ყველა განსაცდელის ჟამს გადავსებულია. ეს მიუთითებს ქართველთა განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე კვების მიმართ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დუშეთის გზაზე, ნატახტარში, განთავსებულია შესანიშნავი საზ. კვების ობიექტი “პიშკაფე”, სადაც სულ რაღაც ლარნახევრად შეგიძლიათ გემრიელი პიშკების მირთმევა. სწორედ პიშკაფე და მისი მფლობელი გახდა აღნიშნული სამინისტროს შექმნის ინსპირაცია. სიკეთე ყოველთა”-აცხადებს მარგველაშვილი.