საპატრიარქო: სოციალურ სქელებში ხატებისა და გიფების გავრცელება უდიდესი ცოდვაა

საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ წმინდა დღესასწაულების მისალოცი ხატებისა და ბრჭყვიალა გიფების მეგობრებისთვის გაგზავნა და კედელზე გაზიარება უდიდესი ცოდვაა. სასულიერო პირები ამ ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდებენ.

Channel23news-ის კორესპონდენტი საპატრიარქოს წარმომადგენელს დაუკავშირდა და იკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი. საპატრიარქოში კი განმარტეს, რომ ბრჭყვიალა გიფები და ხატების, რომლებიც რუსმა ჰაკერებმა შექმნეს, 666 კოდს შეიცავს, რაც ეშმაკისეულია. ამის გაველებით კი ხალხი მილოცვის ნაცვლად, ცოდვაში ადგმევინებს ფეხს მის წამკითხველსაც.

საპატრიარქო მოუწოდებს სრულიად მრევლს, რომ თავი შეიკავონ ფეისბუკზე ლოცვებისა და აბრჭყვიალებული გიფებისგან და საკუთარი რელიგიური გრძნობები, ეკლესიაში ან სახლში, ხატებთან ლოცვით გამოხატონ.