არის თუ არა ცნობილო ქართველი ფიზიკოსი პატრიოტი?!

ცოტახნის წინ ნასას ქართველმა მეცნიერმა ლადო რაზმაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ის ამ ფოტოზე ამერიკის დროშასთან დგას გახარებული. ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოყვა. ხალხის აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს რომ მან სამშობლო დაივიწყა, ხოლო მეორე ნაწილი აღტაცებულია ბატონი ლადოს მსოფლხედველობით. თავად ლადო აცხადებს რომ ის პატივს სცემს იმ ქვეყანას სადაც ცხოვრობს მაგრამ ყველგან თავს ქართველად მოიხსენიებს. მისი თქმით ქართველობა არ დაუკარგავს და უძღებ შვილობას ტყუილად აბრალებენ. ბატონი ლადო მალე ესტუმრება სამშობლოს და რამდენიმე საჯარო ლექციას ჩაატარებს. ერთ-ერთი ლექცია იქნება ქართველ მეცნიერებზე რრომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. ეს ლექცია ჩატარდება გაზაფხულზე სახელით “პასუხი სკეპტიკოსებს”. წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ლადოს სამომავლო მიზნებში.