რატომ შეიცვალა ცნობილმა პროდიუსერმა ვიზუალი?!

რეპ სამყაროში ყველამ იცის ოთო გოგიას სახელი. ის უდიდესი ხმის ჩამწერი სტუდიოს მფლობელია და ბევრი ვარსკვლავი მისი მეშვეობით გაიცნო სამყარომ. ოთომ ბოლო დროს წონაში მოიმატა და თმები გაიზარდა. მისმა აურაცხელმა ფანების არმიამ ეს ცვლილება დადებითად შეაფასა. თავად ოთო ამბობს რომ იმიჯი სიყვარულის გამო შეიცვალა. საინტერესოა ვინაა ის იღბლიანი, ვინც მსოფლიოს ყველაზე სასურველმა სასიძომ თავისი სიყვარულის ღირსად ჩათვალა. ველოდებით როდის გაგვაცნობს თავის საყვარელ ადამიანს ოთო. ამ ექსკლუზივს ის ჩვენს გაზეთს დაპირდა და იმედია შეასრულებს პირობას.