ქუთაისის ტორპედოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

რიონისპირულ გუნდს ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

დღეს საფეხბურთო კლუბ “ტორპედო” ქუთაისის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით კლუბის პრეზიდენტად ზურაბ ცერცვაძე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გუნდი ქალაქის მერიის მფლობელობაში იყო.